23:40 | 2021-07-05 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ქალმა, რომელიც დაბმული ჰყავდათ და 9 ბავშვი გაუყიდეს, შესაძლოა, შვილები იპოვოს – შემთხვევა ყვარელში

ქალმა, რომელიც დაბმული ჰყავდათ და 9 ბავშვი გაუყიდეს,  შესაძლოა, შვილები იპოვოს – შემთხვევა ყვარელში

ყვარელში მცხოვრები, ეროვნებით ლეკი ქალბატონი, წლების განმავლობაში დაბმული ჰყავდათ, მასზე ძალადობდნენ ყველანაირი გაგებით, აჩენინებდნენ შვილებს და შემდეგ უყიდიდნენ!

 

ჯგუფის – „ვეძებ“ დამფუძნებლები მას გასხვისებული შვილების მოძებნაში ეხმარებიან და დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად ყვარელში ჩააკითხეს.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე კორეელ ტიკტოკერებთან ერთად სახალისო ვიდეოს აქვეყნებენ
2021-09-28ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე კორეელ ტიკტოკერებთან ერთად სახალისო ვიდეოს აქვეყნებენ

 

როგორც ჯგუფის დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ქალბატონს დამტვრეული აქვს ხელები, ფეხები და არის უმძიმეს მდგომარეობაში – დაუძლურებული, ჩავარდნილი.

 

„შეკედლებული ჰყავს ოჯახს, რომელიც მას ლუკმა პურს უყოფს. მოუხსნეს სოციალური დახმარება! ქალბატონს სჭირდება ექიმის კონსულტაცია, ანალიზების გაკეთება, სამწუხაროდ ადგილობრივ საავადმყოფოში არ იღებენ, როგორც ოჯახი ამბობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგჯერ ჩადიან და ეხმარებიან, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ქალბატონს ესაჭიროება საკვები, ტანისამოსი, ჰიგიენის საშუალებები, მედიკამენტები.

 

თუ ვინმეს მისი დახმარბა შეგიძლიათ, იქნება ეს თანხის ჩარიცხვა თუ უშუალოდ პროდუქციის მოწოდება, გთხოვთ, დავეხმაროთ“

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X