21:37 | 2021-01-26 ავტორი: Prime Time

ქალმა საყვარელი ქათმის მკურნალობისთვის 10 ათასი დოლარი დახარჯა

ქალმა საყვარელი ქათმის მკურნალობისთვის 10 ათასი დოლარი დახარჯა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში მცხოვრებმა სელეტა ნოტნაგელმა თავისი საყვარელი ქათმის გულის ავადმყოფობისგან სამკურნალოდ 10 ათასი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ Yahoo იტყობინება.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქათამი სახელად ბლიუ ქალის სახლში ცხოვრობს და ნოტნაგელის საწოლთან სძინავს. პატრონი მას თავის „მონათესავე სულს“ უწოდებს.

 

„ეს დიდი თანხა, დაზღვევა მხოლოდ 2,5 ათასს ფარავს. მაგრამ თქვენი შვილებისთვის ან თქვენი ძაღლისთვის ამას ხომ გააკეთებდით. მაგრამ როცა ვამბობ, რომ თანხა ქათმის სამკურნალოდ დავხარჯე ხალხი ამბობს: „ამდენი ქათამზე დახარჯე? შეგეძლო უბრალოდ ქვაბში ჩაგედო“,- ამბობს ნოტნაგელი.

ავტორი: Prime Time

X