
ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული დაემატა. პაციენტი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.
ქალი 14 დღის მანძილზე იზოლირებული იყო და COVID-19 საკარანტინო ზონის დატოვების შემდეგ დაუდგინდა. ის ქვემო ბოლნისში დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2 სოფელი: მუშევანი და გეტა ისევ მკაცრ საკარანტინო რეჟიმში რჩება.
ბოლნისში, კოვიდინფიცირების 196 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 114 პაიცენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი პაციენტი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარობისა და თანმხლები დაავადებების გამო გარდაიცვალა.























