
დასავლეთ ვირჯინიაში, ქალმა სიკვდილის გათამაშება სცადა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
იქამდე, სანამ აშშ-ს სასამართლო ორგანო ჯანდაცვის სფეროში თაღლითობის ბრალდებით, ჯული მ. ვილერს განაჩენს გამოუტანდა, ბრალდებულმა ციხეში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, ორი დღე კარადაში გაატარა. მას სასჯელის აცილებაში თავისი მეუღლე ეხმარებოდა. დამნაშავის ქმარმა სამართალდამცავებს აცნობა, რომ ჯული ნიუ რივერ ჯორჯის ხიდიდან გადავარდა.

დაახლოებით 48 სთ-ის შემდეგ, პოლიციამ დამნაშავე თავის სახლში იპოვა. გამოცემის ცნობით, მან სიკვდილის გათამაშების შესახებ თვითონ აღიარა.
სასამართლომ ჯულის თაღლითობისთვის 3,5 წელი, ხოლო მის ქმარს, გამოძიების ხელის შეშლისთვის 5 წელი მიუსაჯა.






















