
„ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ კლასტერში დიდი ხანია ჭკუა აღარავის მოეკითხება, თორემ, ასე რომ არ იყოს, გერმანიის ელჩის მიმართ ლანძღვის და შეურაცხყოფის მაგივრად მადლიერებას უნდა გამოხატავდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია აცხადებს.
ჰუბერტ ქნირშმა გარკვევით აღნიშნა, რომ ოპოზიცია ასეთი დეგრადირებულიც არ არის, რომ ჟორიკა რურუას ქართული დემოკრატიის საპირწონედ მიიჩნევდესო.
წესით, მათზე იზრუნა, იქნებ სახე შეინარჩუნონო. მაგრამ, რად გინდა, შეაყარე კედელს ცერცვიო. აღიარებული ჭეშმარიტებაა – მავნებლებს და ბოღმით დაბრმავებულებს, თვალები არასოდეს ეხილებათ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ასევე ნახეთ:























