00:19 | 2021-04-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ქარისგან დაზიანებული კაბელების შეკეთებას ცდილობდა“ – ვინ არის კახეთში გარდაცვლილი ელექტროტექნიკოსი

„ქარისგან დაზიანებული კაბელების შეკეთებას ცდილობდა“  – ვინ არის კახეთში გარდაცვლილი ელექტროტექნიკოსი

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ელექტროტექნიკოსი, 59 წლის ნოდარ ფრიდონაშვილია.

 

ენერგო-პრო-ჯორჯიას ლაგოდეხის სერვის-ცენტრის თანამშრომელი, ქარისგან დაზიანებულ კაბელების შეკეთებას სოფელ კართუბნის ტერიტორიაზე ცდილობდა.

 

ენერგო-პრო-ჯორჯიას კახეთის წარმომადგენლობაში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ძაბვა ყოველთვის გათიშულია, ამიტომ თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

 

უცნობმა პოლიციაში დარეკა და გოგონას ადგილსამყოფელი უთხრა - სად იპოვეს გურიაში გაუჩინარებული 17 წლის გოგონა
2021-04-21უცნობმა პოლიციაში დარეკა და გოგონას ადგილსამყოფელი უთხრა - სად იპოვეს გურიაში გაუჩინარებული 17 წლის გოგონა

 

გარდაცვლილი ელექტროტექნიკოსის ცხედარი, გურჯაანში, სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს.

 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X