
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დაგეგმილი შეხვედრა დღეს ორჯერ გადაიდო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გასამართი შეხვედრა თავდაპირველად, 14:00 საათზე ჩაინიშნა, თუმცა მედიისთვის უცნობი მიზეზის გამო, შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო.
უცნობი მიზეზითვე შეიცვალა 17:00 საათზე ჩანიშნული შეხვედრის განრიგი და ამჯერად, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა 19:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება. შეხვედრაზე განხილვის თემა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის საკითხი იქნება.






















