17:15 | 2021-04-18 ავტორი: Prime Time

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა დღეს ორჯერ გადაიდო

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა დღეს ორჯერ გადაიდო

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დაგეგმილი შეხვედრა დღეს ორჯერ გადაიდო.  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გასამართი შეხვედრა თავდაპირველად, 14:00 საათზე ჩაინიშნა, თუმცა მედიისთვის უცნობი მიზეზის გამო, შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო.

 

უცნობი მიზეზითვე შეიცვალა 17:00 საათზე ჩანიშნული შეხვედრის განრიგი და  ამჯერად, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა 19:00 საათზე ჩაინიშნა.

 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება. შეხვედრაზე განხილვის თემა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის საკითხი იქნება.

 

ავტორი: Prime Time

X