
ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთ-ერთი წევრი, ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა, სადაც მომღერალი დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. შქმერში გზა ჩავარდა. მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში გადაიჩეხა. ცხედარს ონის საავადმყოფოში გადაასვენებენ.
ზურას რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა. მომღერალი რაჭაში სწორედ დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
მოისმინეთ:






















