15:24 | 2020-05-11 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„ქართული ოცნება“ სრულად მზადყოფნაშია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხრციელდეს – კახა კალაძე

„ქართული ოცნება“ სრულად მზადყოფნაშია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხრციელდეს – კახა კალაძე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, პარტია „ქართული ოცნება“ არის სრულ მზადყოფნაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კალაძის თქმით, თუ საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, ეს მათი პასუხისმგებლობაა და არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება.

 

„არის სრული მობილიზება, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს. თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მათი პასუხისმგებლობა და მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა ქვეყანაში“, – განაცხადა კალაძემ.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X