11:56 | 2020-08-30 ავტორი: Prime Time

„ქართული ოცნება“ ცენტრალური ოფისის დამლაგებლის ინფიცირების ფაქტს ადასტურებს

„ქართული ოცნება“ ცენტრალური ოფისის დამლაგებლის ინფიცირების ფაქტს ადასტურებს

„პრაიმტაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის დამლაგებლის ინფიცირების ფაქტის შესახებ, ადასტურებენ პარტიაშიც.

 

ცენტრალურ ოფისში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში გადავიდნენ, ხოლო თავად შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა.

„გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. დადასტურებულ პაციენტთან ახლო კონტაქტ პერსონალს გარკვეული პერიოდი შეეზღუდა კონტაქტები და დროებით იზოლაციაში გადავიდნენ. მიმდინარეობს თანამშრომლების ტესტირება. მოხდა ოფისის დეზინფექცია. ამ ეტაპზე, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ქალბატონი ხშირად არ იმყოფებოდა ოფისში, მას პოლიტიკოსებთან შეხება არ ჰქონია”, – აცხადებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

Exclusive: „ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა?! – ნახეთ ვიდეო

ავტორი: Prime Time

X