23:09 | 2020-05-26 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„ქართული ოცნებიდან“ წასული მარტო მე ვარ, დანარჩენი ყველა გაგდებულია – გიორგი მარგველაშვილი

„ქართული ოცნებიდან“ წასული მარტო მე ვარ, დანარჩენი ყველა გაგდებულია – გიორგი მარგველაშვილი

„ქართული ოცნებიდან“ წასული მარტო მე ვარ, დანარჩენი ყველა გაგდებულია, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

ყველა მათი ნათქვამი არის ტყუილი და აგრესიული - მარგველაშვილი მმართველ გუნდზე
2020-05-26ყველა მათი ნათქვამი არის ტყუილი და აგრესიული - მარგველაშვილი მმართველ გუნდზე

 

ყოფილმა პრეზიდენტმა წამყვანის შეკითხვას უპასუხა – ხედავს თუ არა მესამე ძალად „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს.

 

მარგველაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიიდან წასულ პოლიტიკოსებს არ იცნობს.

 

„ცალკე ადამიანებს ვერ გავარჩევ. მაგრამ თუ მაინც და მაინც ამ ტერმინით გინდათ თქვათ, ოცნებიდან წასული მარტო მე ვარ, დანარჩენი ყველა გაგდებულია. მე ვამბობ, რომ წავედი, როდესაც პრინციპები დაირღვა. ჩემ გარდა წასულს მე არ ვიცნობ, თუ მოგვიყვებიან ისინი როდის და როგორ წავიდნენ, მოვუსმენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X