17:56 | 2020-07-20 ავტორი: Prime Time

„ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ჩემი დასწრება პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს – იმნაძე

„ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ჩემი დასწრება პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე დასწრება მის პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს.

 

კითხვაზე, „თქვენი იქ ყოფნა ხომ არ მიანიშნებს თქვენს პოლიტიკურ სიმპათიაზე“, იმნაძემ ასე უპასუხა: „რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი“.

 

ისტორიკოსი, ფეხბურთელი, ექიმი... - ვინ არიან თბილისში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები 
2020-07-20ისტორიკოსი, ფეხბურთელი, ექიმი... - ვინ არიან თბილისში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები 

 

მედიის წარმომადგენლებმა პაატა იმნაძეს ასევე ჰკითხეს, მივიდოდა თუ არა ღონისძიებაზე ოპოზიციის მიწვევის შემთხვევაში.

 

„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს“, – აღნიშნა იმნაძემ.

 

ცნობისთვის, დღესქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

 

ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ამავე ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძე და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც ესწრებოდა.

ავტორი: Prime Time

X