13:48 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი ბოტების სამიზნე გახდა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი ბოტების სამიზნე გახდა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი ყალბი „ფეისბუქ“ მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა.

 

ვიდეო-რგოლზე გაბრაზების აღმნიშვნელი რეაქციით უცხო ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთის და აფრიკის ქვეყნებში რეგისტრირებული ექაუნთებით ეხმაურებიან.

 

„ქართულ ოცნებაში“ ეჭვობენ, რომ ე.წ. ტროლებს და ბოტებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ პოლიტიკური ოპონენტები მართავენ.

 

#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის

ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის. მას ქმნის შრომა, დაუზარელი, გულიანი. მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ, ერთმანეთს გულშემატკივრობენ, ერთმანეთზე ზრუნავენ. #ერთადსაქართველოსწარმატებისთვის

Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on შაბათი, 12 სექტემბერი, 2020

ავტორი: Prime Time

X