17:33 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

ქართული ტურიზმი კორონავირუსის წინააღმდეგ- ვახტან ჭარაია

ქართული ტურიზმი კორონავირუსის წინააღმდეგ- ვახტან ჭარაია

„მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო ჯერ ისევ კორონავირუსულ შოკშია, საქართველო უფრო და უფრო მეტად ეკონომიკის ამუშავებისკენ იხრება, – ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს წარდგენილ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმას აფასებს.

 

ჭარაიას შეფასებით, ეკონომიკის ამუშავების ერთ-ერთი გზა სწორედ ტურიზმზე გადის.

 

„სესხების სუბრისიდირება, ხელფასების სუბსიდირება, გადასახადების ნაწილის გაუქმება და გადავადება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის შეთავაზება და კიდევ სხვა სიახლეები, არის დარგისთვის მთავრობის მხრიდან ხედვის გაზიარება, თუ რას უპირებს ის ტურიზმს.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის ხედვა, თუ რას აპირებს ის თავად შესთავაზოს თავის მომხმარებელს: რამდენად იქნება დაცული მისი უსაფრთხოება, რამდენად ბიუჯეტური იქნება ფასები, რამდენად შეძლებენ ისინი კლიენტებისთვის ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდებას.

 

ფაქტია, რომ ბიზნესმა უკვე იცის, რისი იმედი შეიძლება მას ქონდეს მთავრობისგან.

 

ამ ნაბიჯის დროული გადადგმა კი ინდუსტრიას ადგილობრივი და საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მისცემს.

 

დანარჩენს კი დრო დაგვანახებს და იმედია საქართველო ისევ იქნება ტურიზმის ადგილობრივ და საერთაშორისო რადარებზე.

 

გზა რთული და გრძელი იქნება, არც რაიმე კონკრეტული ხელწამოსაჭიდი გათვლების გაკეთებაა ამ ეტაპზე შესაძლებელი, თუმცა ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება“,- წერს ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია.

 

იხილეთ, შეღავათები, რომლებსაც მთავრობა ტურიზმის სფეროს სთავაზობს.

 

მნიშვნელოვანი მესიჯები ანტიკრიზისული გეგმიდან

 

ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა – 11 მაისს შეზღუდვები შემსუბუქდება

 

როდის გაიხსნება მარნეული – პრემიერმა თარიღი დაასახელა

 

11 მაისიდან თბილისში მიმოსვლა სრულად გაიხსნება

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: Prime Time

X