14:24 | 2021-07-01 ავტორი: Prime Time

„ქართულმა ოცნებამ“ ვერც არჩევნების შედეგები დაიცვა და ვერც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – გიორგი გახარია

„ქართულმა ოცნებამ“ ვერც არჩევნების შედეგები დაიცვა და ვერც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – გიორგი გახარია

„ქართულმა ოცნებამ“ ვერ არჩევნების შედეგები დაიცვა და ვერც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ გორში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„თამარ ჟვანიას გადადგომას შევაფასებ შემდეგნაირად. ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. 2020 წელს, შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური. ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც. როგორც ვერ დაიცვა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X