
ერევანში ის ქართველი ემიგრანტები და მოქალაქეები ჩადიან, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდნენ.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ტრანზიტული ფრენების მეშვეობით, ქართველები სომხეთში ჩადიან, სადაც სამთავრობო ავტობუსები ხვდებათ.
ერევნიდან საქართველოში, მოქალაქეების ტრანსპორტირებას აღნიშნული ავტობუსები უზრუნველყოფენ. ასეთი რეისი გუშინ, ბერლინი – მინსკი – ერევანი შესრულდა.
„მეგობრებო, შესრულდა ფრენები გერმანიის ქალაქებიდან მინსკის გავლით ერევნისკენ. ერევნის აეროპორტში დაგვხვდა სპეც. ავტობუსები და წამოგვიყვანეს სამშობლოში.
ახლახანს გადმოვკვეთეთ საზღვარი სადახლოში და ველოდებით კარანტინებში გადანაწილებას. დაახლოებით 150 ჩარჩენილ ადამიანს გვეშველა კიდევ.
ჩვენმა მთავრობამ კარგად იყოჩაღა, მადლობა მათ, ასევე დიდი მადლობა ჯგუფის აქტიურ წევრებს, ვინც გაავრცელა ინფორმაცია ამ მარშრუტის შესახებ.
ვიმედოვნებ, რომ ვინც ჯერ კიდევ საზღვარგარეთ ხართ მალე და მშვიდობით დაბრუნდებით სამშობლოში.
უფალმა გაგაძლიეროთ“- წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.






















