10:14 | 2021-06-28 ავტორი: Prime Time

„ქართველები მთელ გულს გიხსნიან… ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, სტუმარს გადახდის საშუალებას რომ აძლევდეთ” – ჯეიმს აპატურაია

„ქართველები მთელ გულს გიხსნიან… ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, სტუმარს გადახდის საშუალებას რომ აძლევდეთ” – ჯეიმს აპატურაია

„ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, სტუმარს გადახდის საშუალებას რომ აძლევდეთ”, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „იმედის” ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და ქართულ კულინარიასაც კარგად იცნობს.

 

„ქართელები მთელ გულს გიხსნიან, გეპატიჟებიან სახლში და როდესაც ქართველთან ერთად ხარ, ვერაფრის საფასურს გადაიხდი. არ არსებობს, რამეზე დაპატიჟო და ამით პატივისცემა გამოხატო. სულ ვამბობ, რომ საქართველოს ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, სტუმარს რომ თუნდაც ელემენტარულის გადახდის საშუალებას აძლევდეთ, მაგრამ ქართველთან ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელია. ძალიან მჭიდრო პირადი ურთიერთობები მაქვს საქართველოსთან და ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

 

 

დაგაინტერესებთ: მოულოდნელი დარტყმების და ნგრევის პერიოდია – ასტროლოგი აფთხილებს მათ, ვისაც ვარსკვლავების სჯერა

 

 

 

მეორე, რასაც ძალიან ვაფასებ ქართველების მიზანდასახულობაა, რომ სურთ ამ საზოგადოების წევრები იყვნენ და არასდროს ნებდებიან. ეს ძალიან შთამბეჭდავია. ვახსენოთ ქართველები და არ ვახსენოთ სამზარეულო და, განსაკუთრებით ჭაჭა, დანაშაული იქნება. არა მარტო მიყვარს ხაჭაპური და ჭაჭა, არამედ მე ვაკეთებ ხაჭაპურს. დავიწყე სახლში მეგრული კერძების მომზადება, ძალიან მიყვარს მწარე. მეგრელებზე მწარეს ვაკეთებ. სახლში ქართულ კერძები გვაქვს, მივირთმევ ქართულ ღვინოს, ჭაჭას და ნელ-ნელა ცოტა ქართველიც ვხდები.”, – განაცხადა აპატურაიმ.

 

ასევე ნახეთ: ყოფილ პირველ ლედის ვუყურე… მივხვდი, რომ ქალი საშველია – რუსუდან შარაძე მაკა ჩიჩუაზე

ავტორი: Prime Time

X