16:22 | 2020-06-05 ავტორი: თამთა თორდია

ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ! – გიორგი გახარია 

ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ! – გიორგი გახარია 

უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

გახარია: საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე
2020-06-04გახარია: საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე

 

 

 

მისი თქმით, ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ.

 

„დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა, სად სიარული. ამიტომ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ – უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში, საქართველოში.

 

ნათესავთან, ბებიასთან ჩავედი, ეს არა, – ესეც ტურიზმია, შიდა ტურიზმია და აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ავტორი: თამთა თორდია

X