
ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ნიუ იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისი კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია ინფორმაცია „ტრაიბეკას“ კინოფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიას გვიყვება, სადაც მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს.
კინოსურათი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია. „მეოთხე ბრაიტონის“ თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე.
„ტრაიბეკა“ დამოუკიდებელი ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც ტარდება ნიუ იორკში. დაარსდა 2002 წელს ჯეინ როზენთალის, რობერტ დე ნიროსა და კრეიგ ჰატკოფის მიერ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხო






















