15:48 | 2020-05-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქართველებმა შეცდომა დაუშვეს! – ზელენსკი ელჩის გაწვევაზე

ქართველებმა შეცდომა დაუშვეს! – ზელენსკი ელჩის გაწვევაზე

„ჩვენ არცერთ შემთხვევაში ჩვენს ელჩს არ გამოვიწვევდით კონსულტაციაზე, ქართველებმა შეცდომა დაუშვეს“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციების მიზნით გამოწვევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეკომპანია Наш-თან განაცხადა.

 

მისი განცხადებით, უკრაინა საპასუხოდ ელჩს არ გაიწვევს, რადგან ჩვენს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა უფრო დიდი ხნის არის, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა.

 

„ქართველ ხალხთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს ელჩს საქართველოში კონსულტაციებზე უკრაინაში არ გამოვიწვევთ… მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს მხრიდან დაშვებული შეცდომაა.

 

ვფიქრობ, კონსულტაციების შემდეგ, ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა, ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას და მის მოქალაქეებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

 

ელჩის გამოძახების მიზეზი მიხეილ სააკაშილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნა გახდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X