
საქართველოს ნაკრების ვეტერანი მორაგბე, შალვა სუთიაშვილი სარაგბო კლუბ „ანგულემის“ საუკეთესო 15 მორაგბეს შორის დაასახელეს.
ფრანგ გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ფრანგულმა გამოცემა charentelibre-მ ჩაატარა. ქართველი მორაგბე საუკეთესოდ 7 ნორმის პოზიციაზე აირჩიეს.

სუთიაშვილი „ანგულემის“ შემადგენლობაში 2015 წლიდან ირიცხება და 88 მატჩი ითამაშა. 36 წლის მორაგბეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.






















