17:34 | 2020-04-26 ავტორი: Prime Time

ქართველი და ამერიკელი სამართალდამცავების ერთობლივი სპეცოპერაცია ბათუმში

ქართველი და ამერიკელი სამართალდამცავების ერთობლივი სპეცოპერაცია ბათუმში

სამართალდამცველებმა ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად ორი მილიონი დოლარის ღირებულების 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს,- ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

 

მისივე თქმით, დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც მარტში ნარკოტიკები მსუბუქი ავტომობილით შემოიტანეს.

 

„ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ერთდროულად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონ დოლარს აჭარბებს.

 

გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე, რომელთა დაკავების ღონისძიება მიმდინარეობს, საქართველოში მომდინარე წლის მარტში უკანონოდ გადმოზიდეს მსუბუქ ავტომობილში სპეციალურ სამალავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში კერძოდ დროებით საცხოვრებელ ბინაში და აორგანიზებდნენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

ავტორი: Prime Time

X