14:41 | 2020-09-04 ავტორი: Prime Time

ქართველი დეპუტატი, რომელმაც 300 ათასი ლარი შვილებს, 100 ათასი ლარი კი მშობლებს აჩუქა

ქართველი დეპუტატი, რომელმაც 300 ათასი ლარი შვილებს, 100 ათასი ლარი კი მშობლებს აჩუქა

ქართულ პოლიტიკაში ბევრი შეძლებული ადამიანია, მათ შორის პარლამენტში.

 

მილიონერ დეპუტატებს შორის უდაო ლიდერი კახა ოქრიაშვილია, რომელმაც დღეს ძველ პოლიტკურ პარტნიორთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მემორანდუმი გააფორმა და პრეტენზია განაცხადა, მეხუთედ იყაროს კენჭი დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

 

კახა ოქრიაშვილის დეკლარაციაში ასახული ქონებისა და ფულადი სახსრების ჩამოთვლა შორსწაგვიყვანს, ვინაიდან დეპუტატი ათეულობით კომპანიას და მილიონობით ლარის საბანბკო ანგარიშებს ფლობს.

 

დეკალარაციით ირკვევა, რომ მხოლოდ გასულ წელს, მან დივიდენდის სახით 2 მლნ დოლარი მიიღო.

 

მის სახელზეა რეგისტრირებული ათეულობით კვ.მ მიწის ნაკვეთი და სახლები, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

 

ოქრიააშვილს ასევე საკუთარ სახელზე აქვს რეგისტრირებული სამი ძვირადღირებული ავტომობილი: TOYOTA LAND CRUISER LC 200 (ღირებულება – 64 000 დოლარი), TOYOTA HILUX (ღირებულება – 39 500 დოლარი), BMW X5 XDRIV E50I (ღირებულება – 87 000 ევრო).

 

ოქრიაშვილი ფლობს SAUER 202-ის მარკის ცეცხლსაროლ იარაღსაც, რაშიც 4500 დოლარი გადაიხადა.

 

დეკლარაციით ირკვევა, რომ დეპუტატმა დახმარების სახით 300 000 ლარი შვილებს, 100 000 ლარი კი მშობლებს აჩუქა.

ავტორი: Prime Time

X