
ქართველი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა კოვიდ რეგულაციები დაარღვიეს და ტოკიოს ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვერცხლის პრიზიორებს აკრედიტაციები ჩამოერთვათ, გარდა ამისა, მათ შენიშვნაც გამოუცხადეს.
ცნობისთვის, ტოკიოს თამაშების მონაწილეებს ოლიმპიური სოფლის დატოვება ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო ეკრძალებათ.






















