10:51 | 2020-06-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ქართველი ემიგრანტების საბუთებში თბილისთან ერთად რუსეთი და საბჭოთა კავშირია აღნიშნული

ქართველი ემიგრანტების საბუთებში თბილისთან ერთად რუსეთი და საბჭოთა კავშირია აღნიშნული

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა “დილის კურიერს” პირადი საბუთები მიაწოდეს, სადაც დაბადების ადგილად თბილისთან ერთად აღნიშნულია რუსეთი, მეორე შემთხვევაში კი საბჭოთა კავშირი.

 

ემიგრანტების მტკიცებით, ადგილზე, სადაც დოკუმენტები გაიცემა, ეუბნებიან, რომ სისტემა ავტომატურად თბილისთან ერთად რუსეთსა და საბჭოთა კავშირსაც აფიქსირებს და ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ.

 

ემიგრანტებს საკონსულოებისთვის არ მიუმართავთ, რადგან შიშობენ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მრავალი წელია ცხოვრობენ, გარკვეული პრობლემები შეექმნათ.

 

„პერმესო“ ყველასთვის არ არის! - რა შემთხვევაში არ მისცემენ ემიგრანტს იტალიაში ცხოვრების უფლებას
2020-05-19„პერმესო“ ყველასთვის არ არის! - რა შემთხვევაში არ მისცემენ ემიგრანტს იტალიაში ცხოვრების უფლებას

 

„მიწერია საბჭოთა კავშირი დაბადების ადგილად. რა თქმა უნდა, მივედი ორგანიზაციაში, რომელიც მეხმარება საბუთებთან დაკავშირებით. ჯერ ვიფიქრე, რომ შეეშალათ.

 

მითხრეს, რომ როდესაც თქვენ დაიბადეთ, მაშინ საქართველო შედიოდა საბჭოთა კავშირში, ამიტომ გიწერიათო. თუმცა საინტერესო ის უფრო არის, რომ 1996 წელს დაბადებულ ადამიანსაც იგივე უწერია.

 

საფრანგეთში აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა მასიურადაა,” – ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავსი ტიპის პრობლემის მქონე ადამიანებს ადგილობრივი საკონსულოსთვის მიმართვისკენ მოუწოდებს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X