14:13 | 2020-05-12 ავტორი: Prime Time

ქართველი ემიგრანტი: ვერ შევეგუე ანტალიაში ცხოვრებას, სამშობლოში დაბრუნებული დედათა მონასტერში წავედი

ქართველი ემიგრანტი: ვერ შევეგუე ანტალიაში ცხოვრებას, სამშობლოში დაბრუნებული დედათა მონასტერში წავედი

ის ახლა თავის ოცნების ქალაქშია, ქალაქში, სადაც მოხვედრის სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. თუმცა, ფიქრია კუჭუხიძესთვის მარტივი არ ყოფილა იტალიის ქალაქ ბარში მოხვედრა.

 

მანამდე ბევრი იმედგაცრუება ჰქონდა საკუთარ სამშობლოში. ასევე, წარუმატებელი ვიზიტი თურქეთში, კერძოდ, ანტალიაში.

 

„პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ერთწლიანი ემიგრანტობა ანტალიაში რთული აღმოჩნდა, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად.

 

როგორც ამბობს ვერ შეეწყო იქაურ წეს-ჩვეულებას.

 

„ვერ შევეგუე ვერანაირად იმ ქვეყენაში ცხოვრებას და უკან დაბრუნებული ერთ-ერთ დედათა მონასტერში წავედი.

 

ჩემი ოცნება იყო იტალიის ქალაქ ბარში მოხვედრა სადაც, წმინდა ნიკოლოზის განსასვენებელია.

 

დიდმა სურვილმა და მცდელობამ, ბოლოს შედეგი გამოიღო და ერთ დღესაც ჩემი გმირიც თავის საოცნებო ქვეყანაში აღმოჩნდა.

Pikria Kuchuxidze-ს ფოტო.

 

როგორც ემიგრანტების ცხოვრების კანონზომიერებაა, იყო ბევრი ცრემლი, სევდა, ტკივილი, მონატრება, წარუმატებლობა და დაცემა გადავიტანე, მაგრამ რაც მთავარია, ამ დაცემას ყოველთვის ძალების მოკრება და ფეხზე დგომა მოჰყვებოდა.

 

შევასრულე ყველაზე ურთულესი სამუშაო, რაც კი შეიძლება ემიგრანტული არსებობისთვის გამეკეთებინა. ვცდილობ, ძველ დროს თავი ავარიდო და არ გავიხსენო“, – ამბობს ფიქრია.

 

დღეს, ფიქრია კმაყოფილია თავისი არჩეული გზით.

 

„ეს ამად ღირდა, ემიგრანტული ცხოვრების ფასი ძვირია, მაგრამ ნამდვილად ღირდა“.

 

თუმცა, ვიდრე ამ დასკვნამდე მივიდოდა იყო იტალიური ოჯახები, სადაც ის მუშაობდა და მას გვერდში დაუდგნენ.

 

„იტალიაში უფლის ნუგეშად მოვლენილი ორი იტალიური ოჯახი შემხვდა. დღეს მე თუ ვარ გახარებული ეს მათი დამსახურებაა.

 

სიკეთეს ჩემს ცხოვრებაში ლილიანს ვუწოდებ. ეს ადამიანი ჩემი ემიგრანტული გზის ვარსკვლავია.

 

პროფესიით ადვოკატების და ჟურნალისტების ოჯახებმა მაქსიმალურად მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩემს ყველა ნაბიჯს“, – გვიყვება ფიქრია.

Pikria Kuchuxidze-ს ფოტო.

ამ დროისთვის ფიქრია საემიგრაციო საზოგადოების ქართველი თანამშრომელია.

 

„ჩვენი ორგანიზაციის სახელით ბევრ ქართველ ემიგრანტს აღმოვუჩინეთ დახმარება.

 

აქვე აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში 7 წელია, რაც ბინადრობის უფლება არ გაცემულა თუმცა, ჩვენ საშუალება გამოვნახეთ და არასრულწლოვანი ბავშვები დედებს პერმესო გავუკეთეთ.

 

მაბედნიერებს, რომ ვარ უთვალავი ადამიანის სიხარულის თანამოზიარე.

 

ჩვენს საქმიანობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საემიგრაციო ადვოკატს ლაურა დი ბელოს, რისთვისაც მადლობას ვუხდით“ – ამბობს ფიქრია.

 

ქართველი ემიგრანტი პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზეც საუბრობს. „კორონავისურსმა უმძიმესი დაღი დაგვასვა ყველას.

 

ჩრდილოეთ იტალიამ პანდემია ურთულეს ფორმებში გადაიტანა, განსაკუთრებით ქართველმა ემიგრანტებმა, რომლებიც ასაკოვნებთან მუშაობენ.

 

ყოველი მესამე ადამიანი ამ ვერაგი ეპიდემიის კლანჭებში ხვდებოდა.

 

Pikria Kuchuxidze-ს ფოტო.

პაციენტების უმეტესი სახლში აგრძელებს მკურნალობას, რადგან საავადმყოფოებში ადგილები არ არის.

 

დღეს სიტუაცია ცოტა დასტაბილურდა, მაგრამ მეორე ფაზაზე გადასვლა გვაშინებს. კანონთან დაუმორჩილებელი ხალხი არ ილევა“, -ამბობს ფიქრია კუჭუხიძე.

 

ბევრმა ქართველმა ემიგრანტმა ურთულეს ფორმებში გადაიტანა ეს სიტუაცია და ბევრს ფსიქოლოგის  პროფესიის შეთავსებაც გვიწევდა“, – ამბობს ფიქრია კუჭუხიძე.

 

ქართველი ემიგრანტი აღნიშნავს, რომ ყველაზე რთული მაინც ფსიქოლოგიური მდგომარეობა აღმოჩნდა.

 

“რატომღაც გონიათ, რომ კარზე აკაკუნებს კორონა და ხალხი ძალიან დანევროზებულია, მათ შორის ჩვენი ემიგრანეტბიც.

 

ყველამ უნდა დავიცვათ წესები და თავიდან ავირიდოთ ყველა სახის გართულება.

 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრმა ქართველმა დატოვა იტალია და ბევრი ადამიანი ელოდება გზების გახსნას“, – გვიყვება ფიქრია კუჭუხიძე.

ავტორი: Prime Time

X