01:14 | 2020-05-14 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ქართველი ექიმები საერთაშორისო ტრენინგს გაივლიან

ქართველი ექიმები საერთაშორისო ტრენინგს გაივლიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკური ჯგუფები და ექიმები საერთაშორისო ტრენინგს გაივლიან. ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების სიას უკვე ამზადებს.

 

მინისტრის თქმით, საქართველოს უკვე აქვს მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს, დღეს მივიღეთ უკვე დასტური წერილობით, იმის შესახებ, რომ ჩვენ ამ მულტიცენტრულ კვლევაში საბოლოოდ ვართ ჩართული.

 

უკვე მივიღეთ გარკვეული მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კლინიკური ჯგუფებისა და ექიმებისთვის ჩატარდება ტრენინგი, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების სიას ამზადებს და ისინი გაივლიან საერთაშორისო ტრენინგს.

 

შემდეგ უკვე ყველა პაციენტი, რომელიც ეთიკური კომისიის გადაწყვეტილებით ჩაერთვება ამ კვლევაში მკაცრი კონტროლით გაივლის მკურნალობას, სადაც იქნება აღრიცხული ყველა გვერდითი მოვლენა და ყველა ეფექტი მკურნალობის, რის შედეგადაც ჩვენ ალბათ, სტაბილურად გავაგრძელებთ ამ პრეპარატით მკურნალობას,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X