
ქართველი ფოტოგრაფის, ლუიზა ჩალათაშვილის მიერ გადაღებული ჯონჯოლის ფოტო Apple-ის ოფიციალურ instagram გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, Apple ყოველკვირეულად არჩევს 10 ფავორიტ ფოტოს, რომელიც მოხალისეებმა თვითიზოლაციაში ყოფნისას, სახლში გადაიღეს. ჰეშტეგი #TheAtHomeSeries.
სწორედ ფავორიტებში მოხვდა ქართველი ხელოვანის მიერ გადაღებული ჯონჯოლის ფოტო.






















