17:56 | 2020-03-14 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ქართველი ინფიცირებულები უცხოეთში – რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ქართველი ინფიცირებულები უცხოეთში – რას ამბობენ საგარეო უწყებაში

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ათენსა და მადრიდში საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი დაუდგინდათ. ორივე შემთხვევაზე ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

 

„ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს  დაუდასტურდა კორონავირუსი. საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში მუდმივ კავშირზე არიან პაციენტთან. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომაორება დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 

კორონავირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს ესპანეთშიც. „მადრიდში კორონავირუსით დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ამავდროულად გახლავთ ონკოლოგიური პაციენტი. იგი მოთავსებულია კლინიკაში და იღებს შესაბამის მკურნალობას. მადრიდშივე იმყოფება მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად არის იზოლაციაში. საკონსულო მუდმივ კავშირზეა ოჯახთან და კლინიკასთან“, – აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

ამავე თემაზე: ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მანამდე ქართველი ემიგრანტების შეკრებაზე იმყოფებოდა 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X