01:10 | 2020-09-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქართველი ხალხი ემზადება ქვეყნის დასაბრუნებლად! – მიხეილ სააკაშვილი

ქართველი ხალხი ემზადება ქვეყნის დასაბრუნებლად! – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ეხამურება.

 

სააკაშვილი, თანამოაზრეებს მოუწოდებს, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

 

„მათ არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის. ქართველი ხალხი ემზადება ქვეყნის დასაბრუნებლად. ეს იცის მმართველმა გუნდმა და რა დარჩენია გარდა ძალადობისა და ტყუილისა. ტყუილსა და ძალადობას ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ერთად არჩევნებზე მისვლით, სხვა გზა მე არ ვიცი.

 

ნიკა მელიას რაც გაუკეთეს გლდანში… ღმერთმა დაიფარა ის ბავშვები.

 

იმავე დღეს ხდება იგივე ბოლნისში და რამდენიმე დღეში მარნეულში, ეს შემთხვევითობა არაა, ამის ბრძანებაა გაცემული. არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ზუსტად ასე გვიკეთებდა 2003-ში ასლან აბაშიძე. ამან აბაშიძეს და შევარდნაძეს არ უშველა და არც ივანიშვილს უშველის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

შეგახსენებთ, 29 სექტემებრს საღამოს, მარნეულში ერთმანეთს „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

 

დაპირისპირების დროს დაშავდა მთავარი არხის ჟურნალისტი. კამერა დაუმტვრიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს. დაშავდა რამდენიმე აქტივისტი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

საგანგებო განცხადება გაავრცელა „ქართულმა ოცნებამ“

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X