15:32 | 2021-05-05 ავტორი: თამთა თორდია

ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ უკრაინიდან გააძევეს – ვინ არის მინდია შეყლაშვილი

ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ უკრაინიდან გააძევეს – ვინ არის მინდია შეყლაშვილი

38 წლის ქართველი კრიმინალური “ავტორიტეტი“ მინდია შეყლაშვილი უკრაინიდან გააძევეს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია იტყობინება.

 

ოფიციალური წყაროს ცნობით, შეყლაშვილთან ერთად ქვეყნიდან გაძევებულია მისი კიდევ ერთი თანამზრახველი, რომელიც ასევე ქართველი გახლავთ.

 

მათ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლის ვადით აეკრძალათ. მინდია შეყლაშვილი ხარკოვში 2019 წლის დეკემბერში დააკავეს. სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ინფორმაციით, ის ქვეყნის ტერიტორიაზე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან შეხვედრას და დანაშაულებრივი საქმიანობის მომზადებას გეგმავდა.

ავტორი: თამთა თორდია

X