17:04 | 2020-12-28 ავტორი: რუსა ღვანიძე

ქართველი პრინცი და მისი მოდელი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან – ნახეთ ოჯახური ფოტოები

ქართველი პრინცი და მისი მოდელი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან – ნახეთ ოჯახური ფოტოები

საქართველოს სამეფო ოჯახის წევრი პრინცი იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი და მისი მეუღლე ქრისტინე ბაგრატიონი (ძიძიგური), ახლო მომავალში, პირველ შვილს ელოდებიან.

 

На изображении может находиться: 2 человека, обувь, дерево, на улице и природа

 

პრინც იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნ-მუხრანელი, ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს:

 

„ქრისტინე და მე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენს პირველ შვილს, 2021 წლის დასაწყისში.

 

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

 

„დიდი მადლობა შვეიცარიულ ჟურნალს “Moralmoda Magazine”-ს ინტერვიუსთვის და გადაღებაში ჩართულ შესანიშნავ გუნდს.

 

На изображении может находиться: 1 человек, стоит, цветок и на улице

 

На изображении может находиться: 2 человека, люди танцуют и свадьба

 

 

ფოტოები უნიჭიერესი Irma Sharikadze-ის მიერ“ – წერს ქრისტინე.

 

 

На изображении может находиться: 3 человека, люди стоят

 

შეგახსენებთ, რომ ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა 2014 წელს ეს­პა­ნეთ­ში იქორ­წი­ნეს, სა­დაც ხელი მო­ა­წე­რეს.

 

На изображении может находиться: 2 человека

 

ქრის­ტი­ნე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იო­ა­ნე კი, ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მუხ­რა­ნე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.

 

 

მის ძარ­ღვებ­ში, რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე ევ­რო­პე­ლი მო­ნარ­ქე­ბის სის­ხლი ჩქეფს.

 

წყვი­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლდა და 2018 წელს მე­ო­რე ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს – ჯვა­რი, სვეტიცხოვლის ტაძარში და­ი­წე­რეს.

 

 

იოანე ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი დაიბადა 1977 წლის 18 აგვისტოს ესპანეთში, ბატონიშვილ ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელის და ბავარიელი და ბურბონის ოჯახში, რომელიც 2017 წლის 20 მარტს, ესპანეთში, 68 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

 

 

პრინცი იოანე (ხუანი), ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის (1478 – 1505), ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ისა (1825 – 1848) და ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ს (1874 – 1885) შთამომავალია.

 

 

ის მეუღლესთან ერთად სამშობლოში, საქართველოში ცხოვრობს.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X