12:34 | 2020-07-14 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი სელებრითების საოცარი ტრანსფორმაცია – ძველ ფოტოებზე მათ ვერც კი იცნობთ

ქართველი სელებრითების საოცარი ტრანსფორმაცია – ძველ ფოტოებზე მათ ვერც კი იცნობთ

ქალის სილამაზის სტანდარტები დროთა განმავლობაში იცვლება, ახალგაზრდული იერ-სახის შენარჩუნება ოპერაციების და სხვადასხვა ინექციების წყალობით, დღეს მარტივია.

 

თანამედროვე მედიცინა ისე განვითარდა, რომ ქალს რადიკალურად შეუძლია შეცვალოს საკუთარი გარეგნობა.

 

ვისაც ოპერაციების ეშინია, ამისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება – სწორი კვება და ვარჯიში, არაჩვეულებრივი საშუალებაა.

 

გთავაზობთ ცნობილი ქართველების ტრანსფორმაციას.

 

ქეთა თოფურია არ მალავს, რომ გარეგნობაში ცვლილებები მცირე პლასტიკური ქირურგიით აქვს შეტანილი. მან რინოპლასტიკა ორჯერ გაიკეთა.

 

 

თამთა გოდუაძე საბერძნეთში წარმატებული მომღერალია. ის საქართველოდან ოჯახის დანგრევის შემდეგ წავიდა და ტრანსფორმაცია განიცადა, როგორც მისმა პირადმა ცხოვრებამ ასევე, მისმა გარეგნობამაც.

 

 

სოფია ნიჟარაძე ერთ-ერთი უმშვენიერესი ქართველი მომღერალია. აქვს თუ არა გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია ამაზე არასდროს საუბრობს, თუმცა მისი სახეცვლილება აშკარაა.

 

 

ლელა წურწუმია საკუთარ გარეგნობაზე აქტიურად ზრუნავს. 50 წლის ვარსკვლავს შესაშურ ფორმაში ყოფნის გამო, ჯენიფერ ლოპესს ადარებენ. ლელა საკუთარ გარეგნობას გია გვარამიას ანდობს. ასევე ვარჯიშობს და ჯანსაღად იკვებება.

 

 

ანუკა არეშიძე საკუთარი გარეგნობის გამო, პოდიუმზე გამოჩენისთანავე მოექცა როგორც საზოგადოების, ასევე დიზაინერების ყურადღების ცენტრში. “სუხიშვილების” ყოფილი მოცეკვავის პოდიუმზე გამოჩენა წარმატებული აღმოჩნდა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X