11:20 | 2021-01-10 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ქართველი სპორტსმენის ფოტოები ნიუ-იორკის ციხიდან

ქართველი სპორტსმენის ფოტოები ნიუ-იორკის ციხიდან

„უსამართლო ბედი 2019“ – ასე დაასათაურა ციხეში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში 41 წლის ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ.

 

მისი იმიჯი რადიკალურად შეცვლილია, თუმცა თუ მისი ფოტოებით ვიმსჯელებთ, ის ციხეშიც აგრძელებს ვარჯიშს და ისევ ფორმაშია.

 

 

ავთანდილ ხურციძე, იგივე „ჩაქუჩა“, რომელიც ექვსი საჩემპიონო ქამარს ფლობს, რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში 15 ქართველთან ერთად დააკავეს.

 

მას ბრალად ედება ყაჩაღობა, რეკეტი, გამოძალვა და სხვა კრიმინალური საქმიანობა. დაკავებულთა შორის იყო ლევან მაყაშვილიც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე გაათავისუფლეს, ავთანდილ ხურციძეს კი ნიუ-იორკის სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

ქართველი სპორტსმენი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ამ დრომდე ცდილობს.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X