00:22 | 2020-04-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში ექიმებმა მიაგნეს მკურნალობის სწორ მეთოდს, რაც ვერ იპოვეს შვედეთში- დანიაში მოღვაწე ქართველი ფარმაკოლოგი

საქართველოში ექიმებმა მიაგნეს მკურნალობის სწორ მეთოდს, რაც ვერ იპოვეს შვედეთში- დანიაში მოღვაწე ქართველი ფარმაკოლოგი

„ე.წ ფანჯარას მიაგნეს ჩვენმა ექიმებმა საქართველოში და მიაგნეს სწორი მკურნალობის მეთოდს, რომელიც მაგალითად ვერ იპოვეს შვედეთში“,- ამის შესახებ დანიაში მოღვაწე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის წამლის დიზაინისა და ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა გიორგი გეგელაშვილმა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

 

„ე.წ ფანჯარას მიაგნეს ჩვენმა ექიმებმა საქართველოში და მიაგნეს სწორი მკურნალობის მეთოდს, რომელიც მაგალითად ვერ იპოვეს შვედეთში, ასე რომ მე ვიტყოდი, რომ ამ ყველაფერს ვუყურებ პოზიტიურად რაც ხდება ჯერჯერობით.

 

ყველაფერი არის რესურსების საკითხი, მთავარი არის არ აფეთქდეს და არ გამოილიოს როგორც მატერიალური ასევე მატერიალურ-ტექნიკური და ასევე ინტელექტუალური რესურსები, რომელიც აქვს საქართველოს“, – ამბობს გიორგი გეგელაშვილი.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 408 ადამიანი, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ამასთან გარდაიცვალა 4.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X