
ქართველმა ექიმებმა კიდევ 7 პაციენტი განკურნეს. ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 432-ს შეადგენს. მონაცემები უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო მონაცემებით:
საქართველოში კორონავირუსის 695 შემთხვევაა დაფიქსირებული.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3890 ადამიანი
სტაციონარში რჩება 357






















