12:51 | 2020-06-16 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ქართველმა ფეხბურთელმა “მის უკრაინის” ფინალისტზე იქორწინა

ქართველმა ფეხბურთელმა “მის უკრაინის” ფინალისტზე იქორწინა

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების და დონეცკის “შახტარის” წევრი, დავით ხოჭოლავა დაქორწინდა.

 

ხოჭოლავას მეორე ცოლი, “მის უკრაინა 2016”-ის ფინალისტი, იულია სიდორენკოა. მოდელი 22 წლის არის და მის შესახებ, ხშირად წერს უკრაინული მედია.

 

პოპულარული წყვილის ოჯახის შექმნა, უკრაინულ მედიას არ გამორჩენია.

სიდორენკომ ხოჭოლავას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა: “ქმა­რო, მად­ლო­ბა შენ ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის…” – წერს “ინ­სტაგ­რამ­ზე” ქარ­თვე­ლე­ბის რძა­ლი.

 

დავით ხოჭოლავას მისამართით, ემოციურ პოსტებს არ იშურებდა მისი ყოფილი მეუღლე ალინა, წყვილმა 2018 წელს პარიზში საიდუმლოდ იქორწინა და ფეხბურთელის ცოლი ხოჭოლავას გვარზეც გადავიდა, თუმცა ოჯახი მალე დაენგრათ.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X