10:37 | 2020-10-12 ავტორი: Prime Time

ქართველმა მამაკაცმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობა ნაცისტური სიმბოლიკით ააჭრელა – ფაქტს საფრანგეთის შს მინისტრი ეხმაურება

ქართველმა მამაკაცმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობა ნაცისტური სიმბოლიკით ააჭრელა – ფაქტს საფრანგეთის შს მინისტრი ეხმაურება

საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოში 1989 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელმაც პარიზის ცენტრში მდებარე შენობაზე ნაცისტური სიმბოლოები დახატა.

 

ფრანგული მედიის ცნობით, მამაკაცმა როვოლის ქუჩაზე მდებარე შენობის სვეტებზე 20-მდე ნაცისტური სვასტიკა გამოსახა.

 

ფაქტს პარიზის მერია და პირადად საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი გამოეხმაურნენ.

 

„ამ აუტანელი შეტყობინების პრევენცია უსაფრთხოების სამსახურის მისიაა. დასუფთავების ჯგუფები დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან ყველა ნაკვალევის გასაქრობად“, – დაწერ პარიზის მერიამ ტვიტერზე.

 

ამავე სოციალურ ქსელში, საფრანგეთის შს მინისტრმა მომხდარს „ნაცისეტბის უგუნური ქმედება უწოდა“ და პოლიციას რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ავტორი: Prime Time

X