16:02 | 2020-12-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქედაში 104 წლის ქალმა COVID-19 სახლში მკურანალობით დაამარცხა

ქედაში 104 წლის ქალმა COVID-19 სახლში მკურანალობით დაამარცხა

ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრებმა 104 წლის ფატყუმე ბოლქვაძემ კორონავირუსი დაამარცხა. როგორც მისი შვილი, ლეილა ბოლქვაძე ამბობს, 104 წლის ქალმა კოვიდზე სახლში იმკურნალა.

 

„სახლში გვყავდა. საავადმყოფოში არ წავიყვანეთ, მე ვუკეთებდი გადასხმებს. ტესტი არ გაგვიკეთებია, მაგრამ მე თვითონ ეპიდემიოლოგი ვარ და კოვიდის ყველა სიმპტომი ჰქონდა. დაკარგა ყნოსვის და გემოს შეგრძნება. სუსტად იყო. მაგრამ უკვე დაძლია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდი დაამარცხა“ – ამბობს ლეილა ბოლქვაძე.

 

წყარო: „გაზეთი ბათუმელები“

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X