
15:57 | 2020-09-03
ქედაში მანქანა 60 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

დღეს, ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა 60 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად ორი პირი, დედა-შვილი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
როგორც „პრაიმტაიმს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე უხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.























