18:03 | 2020-02-12 ავტორი: Prime Time

ქეიფი კოლონიაში – ბორის ნემცოვის მკვლეობაში ბრალდებული ზაურ დადაევი და სხვა პატიმრები (ფოტო)

ქეიფი კოლონიაში – ბორის ნემცოვის მკვლეობაში ბრალდებული ზაურ დადაევი და სხვა პატიმრები (ფოტო)

რუსეთის შინაგანი ჯარის ყოფილი თანამშრომელი ზაურ დადაევი, რომელიც პოლიტიკოს ბორის ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობის გამო სასჯელს იხდის, სავარაუდოდ, კოლონიაში მობილურით და ინტერნეტით სარგებლობდა.

 

ფოტოები, რომელზეც დადაევი სხვა პატიმრებთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქეიფობს, სოციალურ ქსელ „კონტაქტში“ ერთ-ერთ ექაუნთზეა ატვირთული 2018 წლის 3 ივლისს, თუმცა რუსულმა მედიამ ის ახლა აღმოაჩინა და გაასაჯაროვა.

ამ ფოტოების გადაღებისას სკანდალური პატიმარი ირკუტსკის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფებოდა, სადაც სასჯელს ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები იხდიან.

 

მას მერე დადაევი ანგარსკის კოლონიაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ ირკუტსკში დააბრუნეს.

 

დადაევს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 13 ივლისს მიუსაჯა. განაჩენის მიხედვით, ის პოლიტიკოსის მოსაკლავად დაიქირავეს, რაშიც 15 მილიონი რუბლი აიღო.

ავტორი: Prime Time

X