18:57 | 2021-04-13 ავტორი: Prime Time

ქელეხის კლასტერი ტყიბულში – ინფიცირებულია 10-ზე მეტი ადამიანი 

ქელეხის კლასტერი ტყიბულში – ინფიცირებულია 10-ზე მეტი ადამიანი 

ბოლო 24 საათში, იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 97 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, გამოვლენილია ჯგუფური ინფიცირების შემთხვევები.

 

„ეს მაჩვენებელი ნამდვილად საგანგაშოა. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოგვიჩნდა კლასტერები. ეს კლასტერები დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებასთან, ქელეხთან. საუბარი მაქვს ტყიბულზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. ჩვენ ვერ შევალთ ყველა ოჯახში და იქ ვერ გავაკონტროლებთ სიტუაციას“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

ავტორი: Prime Time

X