17:57 | 2021-08-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქელეხში კორონავირუსით 41 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის არიან ორსულები და ბავშვები

ქელეხში კორონავირუსით 41 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის არიან ორსულები და ბავშვები

ახალციხის სოფელ ურაველში 41 ადამიანი კორონავირუსით ქელეხში დაინფიცირდა. ინფიცირებულებს შორის ორსული ქალები და ბავშვებიც არიან.

 

ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად სხვა გზა არ არსებობს - კულუმბეგოვი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
2021-08-21ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად სხვა გზა არ არსებობს - კულუმბეგოვი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

 

5 მათგანი, მდგომარეობის სირთულის გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

 

„იყო ქელეხი. 84 წლის ქალს პატივი ვეცით, გავასვენეთ, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. 9 აგვისტოდან დაიწყო ქელეხის კლასტერი. 9 აგვისტოდან დღემდე დასნებოვნდა 19 ოჯახის 41 წევრი. ინფიცირებულია 1 წლამდე 1 ბავშვი. ის გადაყვანილია სტაციონარში. 2 ორსულიც გადაყვანილია სტაციონარში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს ჯულიეტა კაპანაძე, სოფელ ურაველის კლინიკის ექიმი ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X