10:54 | 2020-06-07 ავტორი: Prime Time

ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას მიმართავს

ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას მიმართავს

„ა სტუდიოს” ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემაში:

 

„25 ივნისიდან 1 ივლისამდე ყველას ექნება შესაძლებლობა ხმა მისცეს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს. გულწრფელად რომ ვთქვა და ვაღიარო, აქამდე არასდროს წავსულვარ ხმის მისაცემად. ახლა კი გადავწყვიტე, გამოვსწორდე.

 

 

„სადაა ფეხები?!- დაიძახა ექიმმა და გოგონას მოჭრილ ტერფებს, ყუთიდან, გამდნარი თევზი ამოჰყვა...“ - როგორ ცხოვრობს დღეს გოგო, რომელიც ქართველმა ქირურგმა გადაარჩინა
2020-06-01„სადაა ფეხები?!- დაიძახა ექიმმა და გოგონას მოჭრილ ტერფებს, ყუთიდან, გამდნარი თევზი ამოჰყვა...“ - როგორ ცხოვრობს დღეს გოგო, რომელიც ქართველმა ქირურგმა გადაარჩინა

 

 

კონსტიტუცია მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. არ თქვათ უარი ხმის მიცემაზე. ეს არ არის პოლიტიკა, ეს ცხოვრებაა,“- წერს ქეთა თოფურია.

 

საკონსტიტუციო ცვლილებები ვლადიმირ პუტინს საშუალებას მისცემს, ძალაუფლება 2036 წლამდე შეინარჩუნოს.

 

კერძოდ, პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო,

 

თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ქვეყანა კიდევ 6 ან 12 წლით მართოს.

 

 

ავტორი: Prime Time

X