23:21 | 2021-01-04 ავტორი: Prime Time

ქეთი ხატიაშვილმა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოგებული სახლი გაყიდა – რა ოცნება აისრულა ამით ტელეწამყვანმა

ქეთი ხატიაშვილმა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოგებული სახლი გაყიდა – რა ოცნება აისრულა ამით ტელეწამყვანმა

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოგებული სახლი გაყიდა, გარკვეული თანხა დაამატა და დიდი დიღმიდან საცხოვრებლად ვერაზე გადავიდა. სახლის შერჩევის, რემონტისა და მოწყობის ამბების გასაგებად ქეთის ახალ სახლში shin.ge ეწვია.

 

„აქამდე იმის ფუფუნება არ იყო, რომ ჩემი ოთახი მქონოდა, მე და ანასტასიას ერთად გვეძინა. როცა ეს სახლი ვიყიდე, ვთქვი, ახლა დროა, მქონდეს დიდი საძინებელი-თქო და ავისრულე კიდეც სურვილი. დედას და ანასტასიას საკუთარი ოთახები აქვთ, თუმცა ჩემი ყველაზე დიდია, აივანიც აქვს და ძალიან მომწონს. ჩემი ოცნება იყო, დიდი საწოლი და დიდი სარკე მქონოდა ოთახში და ავისრულე ეს ოცნება. ის სარკე, რომელიც ოთახში მაქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ფუნქციით, არამედ დიზაინითაც, ზუსტად ისეთ ჩარჩოშია და ისეთმა ადამიანებმა გამიკეთეს, რომ დადებითი მუხტი შემოაქვს სახლში“,- ამბობს ქეთი.

ავტორი: Prime Time

X