
კორონავირუსის წინააღმდეგ, მალარიისა და ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის, ჰიდროქსილქლოროკინის ეფექტურად მუშაობის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 მარტს გამოაცხადა, რის შემდეგაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახურმა ამ მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა.
შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმავე მედიკამენტს ქართველი ექიმებიც იყენებენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „ამის გამო სამსახურში მცირე ზეიმიც კი გვქონდა, იმიტომ რომ, იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ“, – განაცხადა ცერცვაძემ. მისივე თქმით, პრევენციის მიზნით, ამ წამლის ყიდვას აზრი არ აქვს და ექიმის დანიშნულების გარეშე მისი მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
იმავე წამლის შესახებ ალაპარაკდნენ საფრანგეთშიც. ტესტი გამოსცადეს კორონავირუსით დაინფიცირებულ 24 პაციენტზე და წამლის მიღების შემდეგ ყველა განიკურნა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გასცა ბრძანდება რათა დამზადდეს ქლოროკინის მილიონობით კაფსულა.
გვეშველააა!!!!წამალი იპოვეს.ეს საფრანგეთის პირველი არხია
Gepostet von Irakli Gurchiani am Montag, 23. März 2020
ასევე დაგაინტერესებთ:
























