12:21 | 2020-03-30 ავტორი: Prime Time

ქმარმა ინფიცირებული ცოლი პალატაში მარტო არ დატოვა – აი, რა შედეგი მოვიდა ლუგარის ლაბორატორიიდან

ქმარმა ინფიცირებული ცოლი პალატაში მარტო არ დატოვა – აი, რა შედეგი მოვიდა ლუგარის ლაბორატორიიდან

ჩვენს კლინიკაში, როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული იყო, ქმარი – არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება – ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ – აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე – არა. პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხართ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ. ინფექცია არც ერთს არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ეს განცხადება „ფორმულას“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, გამორიცხულია, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს.

 

 

ავტორი: Prime Time

X