22:27 | 2021-04-03 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძარია – ცეცხლი 3 ჰექტარზე გავრცელდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძარია – ცეცხლი 3 ჰექტარზე გავრცელდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურთან ე.წ. აგურის ქარხნის დასახლების მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მინდორში, დაახლოებით სამ ჰექტარზე ეკალბარდს უკიდია.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

“ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაშავებული არავინაა.” -აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X