
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მკვლელობა მოხდა. „პრაიმტაიმის ” ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლის დათო შარაშიძეა და ის სანადირო თოფით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა და მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები მუშაობენ. შს სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.






















